GD Parliament Speaker Shalva Papuashvili.
Photo: Shalva Papuashvili/Facebook.„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 22 სექტემბერს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პაპუაშვილის შეხვედრები ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პროცედურულ საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაძაბულია. ამავდროულად, მმართველი პარტიის დეპუტატები ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს ევროკავშირთან „დიალოგის განახლების“ ხელშეწყობისთვის იყენებენ.
This post is also available in:
Read Next
21/09/2026 - 17:06
აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე სავარაუდო გრანტის მიღების საკითხს შეისწავლის
27/07/2026 - 19:28
პაპუაშვილი ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირში წევრობის სარგებელს, თუ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესი გაუქმდება
09/07/2026 - 15:35
პაპუაშვილი ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას დაესწრო
25/06/2026 - 15:43
პაპუაშვილი გმობს ევროპარლამენტისა და PACE-ს რეზოლუციებს და აცხადებს, რომ მათ ‘გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები’
09/06/2026 - 16:00
საქართველოს სადავო პარლამენტი მედიის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს
19/05/2026 - 19:03
civil ახალი ამბები