25.08.202625.08.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
Naec.ge-ს ცნობით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი. მათგან:
- სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი;
- ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.
გარდა ამისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა:
- სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში – 1322;
- კერძო პროფესიულ სასწავლებელში – 1819.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი – სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 33.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის უფლება“, – ამბობს Naec.ge.
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.
netgazeti