„ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილმა მომიყვა…” – რას გაამხილა გია ხუხაშვილმა?

4 hours ago 3

გთავაზობთ ნაწყვეტს გია ხუხაშვილის წიგნიდან “კულისებს მიღმა. რა ღირს საქართველო?”. ეპიზოდი გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პირველ შეხვედრას ეხება. მოვლენების 2011 წელს ვითარდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

” მივედი შეხვედრაზე. რადგან არ ვიცოდი, საიდან უნდა შევსულიყავი, უკანა შესასვლელს მივადექი მანქანით. ჭიშკარი გაიღო და აღმოვჩნდი უკაცრიელ ეზოში. გავუყევი ბიზნესცენტრის შენობას შესასვლელის ძებნაში. თან თვალით ცოცხალ ადამიანს ვეძებდი, რომ გზა მიესწავლებინა. ასე მივადექი მთავარ შესასვლელს, რომლის წინაც შევამჩნიე ერთი, არცთუ გამორჩეული გარეგნობის, ადამიანი… სანამ ვკითხავდი, თუ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ბიძინა ივანიშვილთან, თვითონ გამომეხმაურა. შინაურულად, შენობით მომმართა. მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მასპინძელი…

შემიძღვა საკუთარ კაბინეტში, მინიმალისტურად, მოკრძალებულად მოწყობილ მცირე ოთახში, რომელშიც, სამუშაო და მოლაპარაკებების მაგიდებისა და კარადის გარდა, პრაქტიკულად არაფერი იყო. ყველაფერში იგრძნობოდა იდეალური წესრიგი. ერთი ფურცელიც კი არ იყო უადგილოდ მიგდებული. გარემო დაცლილი იყო ყოველგვარი პომპეზურობის, სიმდიდრის და ძლევამოსილების დემონსტრირებისგან, რასაც ხშირად მიმართავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი იმისათვის, რომ ხაზი გაუსვან საკუთარ სტატუსს.საუბარმა თავიდანვე უშუალო, გახსნილი და შინაურული სახე მიიღო. მას საერთოდ აქვს უნარი, შეხვედრის დროს სრულიად უცხო ადამიანს მოუხსნას ყველა შინაგანი და გარეგანი ბარიერი და ურთიერთობის საკუთარი უშუალო, მე ვიტყოდი, უბრალო სტილით გაჟღინთოს დიალოგი. ეს იმდენად შეუმჩნევლად ხდება, რომ ნელ-ნელა, შენდა უნებურად, გიჩნდება განცდა და სურვილი, გადაეწყო არაფორმალური, ფამილიარული მიმართვის ტალღაზე, მიმართო „შენობით“ და მთლიანად გაიხსნა ისე, როგორც დიდი ხნის მეგობართან. თუმცა, მერე ხვდები, რომ ის, მთელი საუბრის განმავლობაში, ინარჩუნებს ინიციატივას და აძლევს დიალოგს მისთვის სასურველ მიმართულებას.

სრულად წაკითხვა