“ეს არ უნდა დავუშვათ” – რა ელის ქვეყანას?

2 weeks ago 10

6

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ამბობს:

“ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება; და სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში არც აგრესიის ობიექტი ჟურნალისტების დამოუკიდებლობის ხარისხს და არც ამა თუ იმ პოლიტიკოსის დამოკიდებულებას დაზიანებული ჟურნალისტების მიმართ.

თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ.”

სრულად წაკითხვა