მსახიობმა, სანდრო კაკულიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ეს არის ხავსმოჭიდებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, შექმნას ილუზია.
“ეს არის ახლა ხავსმოჭიდებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას ილუზია... ესენი თამაშობენ ამ სახელმწიფოებრიობას. მე ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი, ის რაც ვნახეთ 31 დეკემბერს, რაც ვნახეთ ბედობას, შობას. ასი ათასობით ადამიანი გამოდის და ნაგავი არ იყრება, ნაგავს ვაგროვებთ.
ამ ადამიანების, ამ ბავშვების, რომელსაც ძველი, კრიმინალური სამყაროსი საერთოდ არ ეშინიათ, მეიმედება. ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს საზოგადოებას, უეჭველი არის თავიდანვე წაგებულ პოზიციაში. ეს ომი ხალხს მოგებული აქვს", - ამბობს სანდრო კაკულია.