“ეს არის პირდაპირი ბრძანება, იცოდა წინასწარი პასუხი” – ირაკლი კვირიკაძე

4 hours ago 2

1

მსახიობი ირაკლი კვირიკაძე აცხადებს, რომ მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება პირდაპირი ბრძანებაა და მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“ყველამ ვიცით, რომ არც არაფერი განუხილავს და არც არაფერი გაუსამართლებია, ეს არის პირდაპირი ბრძანება. მთელი პროცესის განმავლობაში იცოდა წინასწარი პასუხი და ეს პასუხი მივიღეთ. სასაცილოა ეს ყველაფერი, ეს არის ცირკი, თამაში, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კვირკაძემ.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა