ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა – ირაკლი კობახიძე ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე

1 hour ago 2

წაკითხვა: 1

ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

„ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს,“- აღნიშნა პრემიერმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა