ეს დღეც დადგა - როდის შედგება გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულში

3 hours ago 3

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ყველა სამატჩო განაცხადში ხვდება, თუმცა ჯერჯერობით თამაში ალისონ ბეკერის გამო არ უწევს.

ახალ სეზონში არნე სლოტის გუნდმა უკვე 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მამარდაშვილს სათამაშოდ არცერთი წუთი არ მიეცა. მიუხედავად ამისა, Daily Mail-მა დაწერა, რომ გიორგის დებიუტს თასზე, საუთჰემპტონის წინააღმდეგ უნდა ველოდოთ:

წინ მერსესაიდული დერბია, სადაც, სავარაუდოდ კარში კვლავ ალისონი იქნება, გიორგი მამარდაშვილის პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი თასზე, საუთჰემპტონის წინააღმდეგ ველით.

- დაწერა გამოცემამ.

ცნობისთვის, ლიგის თამაშს ენფილდი 23 სექტემბერს საკუთარ კედლებში გამართავს და წესით, ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტი სწორედ აქ შედგება.

სრულად წაკითხვა