ეს დღეც დადგა - ჰარი კეინმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო

5 days ago 14

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მიუნხენის ბაიერნი გამარჯვებული გახდა და ჰარი კეინმაც ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო!

წესით, ბაიერნს გუშინაც უნდა მოეგო ტიტული, თუმცა ლაიპციგმა რეკორდმაისტერს ზეიმი გრანდიოზულად ჩაუშალა და ჩემპიონობის აღნიშვნაც გადაიდო.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთის წინ, ლევერკუზენმა ფრაიბურგთან ფრე ითამაშა, გუნდებს შორის შენარჩუნებული 8 ქულიანი სხვაობა კი 2 ტურში ვეღარ აღმოიფხვრება.

რაც შეეხება ჰარი კეინს, მას მშვენიერი სეზონი გამოუვიდა. ინგლისელმა სტრაიკერმა ბუნდესლიგაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა