WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

38

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

ქართული მმართველი ელიტის და რუსეთის პროპაგანდისტების ნარატივებს და განცხადებებს,

ერთიდაიგივე პოლიტიკური მოვლენები აპირობებენ:

როდესაც ტრამპი ახალი მოსული იყო—ნარატივი თბილისშიც და მოსკოვშიც იყო იდენტური:

“ტრამპი დაამარცხებს “დიფსტეიტს” და ამერიკასთან

დავლაგდებით”!!!

ალიასკის შეხვედრის შედეგით განხიბლულმა რომ “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა, ბაიდენის

დროინდელი სანქციების ვადა გააგრძელა და ახალი მკაცრი სანწციები დაუწესა რუსეთს—თბილისშიც

და მოსკოვშიც ერთნაირად დაგმეს ამერიკა:

“დიფსტეიტმა დაამარცხა ტრამპი და მისი იმედი

აღარ უნდა გვქონდესო”!!!

პრემიერ ირაკლი კობახიძის ხისტი განცხადებაც:

“2008 წელს ომი საქართველოს ხელისუფლებამ

დაიწყოო”—რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი!

მას უმალ მოყვა პუტინის მთავარი იდეოლოგის

დ უ გ ი ნ ი ს უჩვეულოდ “რბილი და თბილი”

დითირამბები საქართველოს მიმართ!

დუგინი რომელიც გასული წლის აპრილში ხისტად ითხოვდა: “არავითარი საქართველო, სომხეთი და კიდევ სხვა სუვერენული ქვეყნები არ გამაგონოთ!

ყველა ესენი “მაკროსახელმწიფო” რუსეთში

შევლენ—ახალ “საბჭოთა კავშირში” და ეს ამბავი

არის გარდუვალიო , დღეს “ცრემლებს ღვრის”:

“რუსეთის იმპერია უხეშად მოექცა წმინდა საქართველოს…. არასწორად მოიქცა რუსეთი რომ

დაანაწევრა საქართველო—სოხუმი და ცხინვალი

ჩსმოაჭრა… ჩვენ ისე ცუდად მოვექეცით საქართველოს რომ, იქ ჩასულ რუსებს ახლა წესით

უნდა ა ფ უ რ თ ხ ე ბ დ ნ ე ნ ო  ადგილობრივებიო, მაგრამ ისინი პატივისცემით ექცევიანო…

რამე პოზიტივი უნდა მოვიფიქროთო!

ამერიკასთან დალაგების იმედებმა დალია

“ჩაილურის წყალი” თბილისშიც და მოსკოვშიც!

აქედან მოდის ეს ს ი ნ ქ რ ო ნ ი ც!

რუსეთი გახლართულია თავის საწვავის, ომის თუ სხვა პოლიტ-ეკონომიკურ

პრობლემებში…ახლა “იაბლოკოს” ივლისში დაშვების და აგვისტოში არჩევნებიდან

მოხსნის თავისტკივილიც დაემატა….მოსკოვმა

თავად უნდა მიხედოს თავის “ტიოტია ნინას”!

თბილისის ჩათრევა ამ “მორევში” არ გამოვა !!!

“ოცნებამ” კი მოსკოვისკენ გახედვას თავი უნდა გაანებოს…. ავადმყოფი დუგინის ცვალებადობა მას ვერაფერს უშველის…პოლიტიკური

ნიშნით დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლოს,

ძალადობა შეწყვიტოს, ანტიკონსტიტუციური

კანონები შეაჩეროს და სამართლიანი არჩევნები

მოამზადოს!

ეს ერთადერთი გამოსავალი არის ახალი ამერიკული და ევროპული სანქციების და მძიმე შემოდგომის თავიდან ასარიდებლად!!!