რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ლივერპულის მთავარ მწვრთნელს გიორგი მამარდაშვილის თამაშებზე და მოგერიებულ ბურთებზე ჰკითხეს.
"სამწუხაროდ, გიორგის თამაშების ყურება ვერ შევძელი, თუმცა სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ მას არაერთი გამორჩეული მოგერიება დაუგროვდა. მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის სიურპრიზი სულაც არ ყოფილა, რადგან ისედაც მშვენივრად ვიცოდი, რომ საკმაოდ მაღალი დონის მეკარე დავიმატეთ", - განაცხადა სლოტმა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია, თუმცა, ახალგაზრდა მეკარე ერთწლიანი იჯარის წესით ვალენსიაში რჩება.