"ეს მონოპოლიაა" - ჰიონესმა ნიუკასლი ვოლტემადეს წართმევისთვის გააკრიტიკა

2 days ago 2

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ნიუკასლი იმის გამო გააკრიტიკა, რომ კლუბმა ნიკ ვოლტემადეში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე ბაიერნმა:

შტუტგარტს ჩვენ 55 მილიონი ევრო შევთავაზეთ, თუმცა ისინი 75 მილიონს ითხოვდნენ. შემდეგ გამოჩნდა ნიუკასლი, რომელმაც შტუტგარტს 90 მილიონი გადაუხადა. ეს უკვე მონოპოლიას ემსგავსება. ნიუკასლი ისე მოიქცა, რასაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- თქვა ჰიონესმა.

ნიკ ვოლტემადემ გერმანიის ნაკრებთან ერთად სექტემბერში ორი შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი ნიუკასლური კარიერა კი სწორედ აქედან დაიწყება.

სრულად წაკითხვა