გუშინ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისმა ალბანეთი იოლად დაამარცხა, მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კი ლიუის-სკელი გახლდათ, რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა.
მატჩის შემდეგ თანაგუნდელზე კომენტარი დეკლან რაისმა გააკეთა, რომელიც სკელის არსენალიდან კარგად იცნობს.
ეს ბიჭი უშიშარია. ვიცოდი, რომ ასე თამაშს შეძლებდა. ვცდილობ, რომ მასზე ვიზრუნო. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ეს მხოლოდ დასაწყისია.
- თქვა რაისმა.