"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
"პსჟ"-მ "ინტერი" 5:0 ანგარიშით დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
კახი კალაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავს.
"გილოცავ კვარა!
გილოცავ საქართველო!
ეს მხოლოდ დასაწყისია!" - წერს კახი კალაძე.