,, ეს პოსტი ზოგადად ჩვენს სამოციანელებზეა და იმაზე რატომ არ ვარ მათი თაყვანისმცემელი” – მერაბ მეტრეველი

2 hours ago 3

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

,,ეს პოსტი ტარიელ ჭანტურიაზე არაა.

მეც მიყვარს ტარიელ ჭანტურიას რამდენიმე ლექსი, მის რეფორმატორობსაც ვაღიარებ და ბევრ სხვა დამსახურებასაც, აქ აღარ ჩამოვთვლი, ბევრი პოსტი დაიწერა.

ეს პოსტი ზოგადად ჩვენს სამოციანელებზეა და იმაზე რატომ არ ვარ მათი თაყვანისმცემელი.

ჩემი გული ჩვენს ოციანელებს ეკუთვნის, ხალხს, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, სული და სხეული სტალინურ რეპრესიებში გამოატარა. ნაწილი შეეწირა, ნაწილი გადარჩა, მაგრამ არავინ იცის რის ფასად, ზოგმა მაშინვე მოიკლა თავი, ზოგმა მოგვიანებით, ზოგმა საგიჟეთში დაამთავრა.

ჩვენს სამოციანელებს კი დახვდათ შერბილებული რეჟიმი, რომელიც ციხის და ტყვიის ნაცვლად ინტელიგენციას კომფორტს და პრივილეგიებს სთაავაზობდა და მათაც ეს კომფორტი ბოლომდე შეირგეს. ოციანელებივით დახვრეტა არ ემუქრებოდათ, მხოლოდ კომფორტის და პრივილეგიების დაკარგვა, მაგრამ მაინც სისტემშიკები გახდნენ.

სიმბოლურია, რომ სამოციან წლებში ერთადერთი ანტისაბჭოთა ლექსი დაიწერა და ისიც შემორჩენილმა ოციანელმა, კოლაუ ნადირაძემ დაწერა, რადგან სხვა ეპოქის, სხვა სულის კაცი იყო., ამ სამოციანლებმა კი მოხუც პოეტს ამხანაგური სასმართლო მოუწყვეს.

ტარიელ ჭანტურია კი მართლა კარგი პოეტი იყო. სხვა სამოციანლებს ბევრად მირჩევნია.

არც სამოციანელების ღვაელს ვაკნინებ. მათ თავიანთი ადგილი აწვთ ქართულ ლიტერატურაში.“

სრულად წაკითხვა