22
მარკეტერი, იაკობ ჯანგავაძე:
ესე იგი, შსს-მ გაავრცელა განცხადება რომ გურამ დადიანიძის ადვოკატმა და დედამ იცოდნენ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ,
ტარიელ კაკაბაძემ თავად უპასუხა. და აქ არ შევჩერდები.
დედას, რომელიც 12 წელია შვილს ეძებს, ცოცხალს ან მკვდარს, დააბრალეს, რომ მატყუარა და თაღლითია,
ეს გააკეთა ქვეყნის ოფიციალურმა უწყებამ და ერთი ფაქტი არ დაურთეს ამ განცხადებას, რითიც დადასტურდებოდა, რომ სოფო ბიბილაშვილმა რამე იცოდა.
მორალისგან, ზნეობისგან და ადამიანოსგან დაცლილები რომ არიან, ეგ გასაგებია,
მაგრამ ეს როგორ გაუბედეს, ისედაც გაუბედურებულ დედას? შვილით ვაჭრობა როგორ დააბრალეს?
და თან ისე, რომ არც გაურკვევიათ რეალურად რა მოხდა.
ჯერ ერთი, ამ უსისხლო და უსინდისო დისკრედიტაციაზე აუცილებლად უნდა უჩივლოს სოფო ბიბილაშვილმა,
ან აქ, ან ქვეყნის გარეთ.
ასე მარტივად არ უნდა შერჩეთ.
და მეორე, ან უტყუარი ფაქტი დადონ, სადაც დადასტურდება ეს განცხადება ან ბოდიში მოუხადონ უმძიმეს ტრაგედიაში მცხოვრობ დედას.
საერთაშიროსო alia.ge