WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი:

გნებავთ განვაგრძო კიევის ამბების გაზიარება?
კი ბატონო:) ახლა, ზუსტად ამ წუთას განგაშის ხმა ისმის მთელ ქალაქში… მცირე სეკუნდაა და მოსდევს გლისანდო დაბალი მიმართულებით… ანუ ეს ნიშნავს, რომ უნდა გახსნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გატყობინებს საიდან გამოისროლა რუსეთმა გამანადგურებწლი ბომბი, ან ბომბები…
ღამე იქნება უმძიმესი, როგორც ეს იყო გუშინწინ, მანამდე და კიდევ უფრო მანამდე…
დილით 10 საათზე ფილარმონიაში მოვა ორკესტრი, რომელიც გადახედავს ერთმანეთს, ხომ ყველა ცოცხალია, ყომ ხველა გადაურჩა ღამის საჰაერო თავდასხმას… მერე მოვა დიდი გუნდი, 80 მომღერლიანი და იგივე… ყველა ცოცხალია? უვნებელია?
ვიწყებთ რეპეტიციას, ვასრულებთ გია ყანჩელის “სტიქსს”… და ყველანი ვტირით… მუსიკაა ასეთი… მდგომარეობაა ასეთი… მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და ტკბობას მუსიკით, რომელიც როცა იბადებოდა ალბათ ვერ წარმოიდგწნდა როგორი მისია დაეკისრებოდა…
მე მეშინია ყოველი ღამის, ყოველი დღის, მაგრამ ამავე დროს ვამაყობ, რომ გავიცანი ასობით გმირი… ადამიანები, ვის გამოც უკანმოუხედავად შევწირავ სიცოცხლეს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ!
ეს რომ გაიგო და იგრძნო აქ უნდა იყო, და მე ღვთის წყალობით აქ ვარ… დიდება გმირებს მეგობრებო…
დ ი დ ე ბ ა . . .