"ეს რომ ვიცოდე ახლა მილიარდერი ვიქნებოდი" - ნუნო მენდეში მესიზე დასმულ კითხვაზე

6 days ago 5

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალის ერთ-ერთი ყველაზე ყურადღების მიმპყრობელი დაპირისპირება "პარი სენ-ჟერმენსა" და "ინტერ მაიამის" შორის გაიმართება.

მატჩის წინ კომენტარი პსჟ-ს მარცხენა მცველმა, ნუნო მენდეშმა გააკეთა, რომელსაც, ჰკითხეს, თუ როგორ აპირებდა შეეჩერებინა არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლეო მესი.

პორტუგალიელი ვარსკვლავი დასმულ კითხვას იუმორით მიუდგა.

"როგორ უნდა შევაჩერო მესი? — ამაზე პასუხი რომ მქონდეს, ამ პასუხს გავყიდიდი და ახლა მილიარდერი ვიქნებოდა" — თქვა მენდეშმა ღიმილით.

ნუნო მენდეში გასულ სეზონში პსჟ-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და დაცვით ხაზში სტაბილური თამაშით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კლუბის წარმატებაში. ფრანგულ გრანდში გადასვლის შემდეგ მან თავი მაღალი კლასის მარცხენა მცველად დამკვიდრა და საკლუბო დონეზეც ბევრ წარმატებას მიაღწია.

სრულად წაკითხვა