UFC-ის ქართველი მაყურებლისთვის 19 იანვარს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მერაბ დვალიშვილი ტიტულის დასაცავად ოქტაგონზე პირველად გავა.
დვალიშვილის მეტოქე რუსი უმარ ნურმაგომედოვი იქნება, რომელმაც დიდხნიანი საუბრის შემდეგ ნანატრი ბრძოლა მიიღო.
იმ შემთხვევაში თუ მერაბი ტიტულს წარმატებით დაიცავს და ნურმაგომედოვს დაამარცხებს, ის ბრძოლიდან და სპონსორებისგან 5 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს.