"ეს ფეხბურთი აღარაა" - პოსტეკოღლუს კომენტარი ჩელსისთან მატჩის შემდეგ

6 days ago 8

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ტოტენჰემი გასვლაზე ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, მედიასთან კომენტარი ტოტენჰემის თავკაცმაც გააკეთა, რომელმაც უკმაყოფილება VAR-ის სისტემაზე დააფიქსირა.

"მსაჯმა გოლი ჩათვალა და 6 წუთი დასჭირდა მის გასაუქმებლად. ეს სიგიჟეა მეგობრებო, ეს ფეხბურთი არაა", - განაცხადა პოსტეკოღლუმ.

ცნობისთვის, ზემოთხსენებულ შეხვედრაში მსაჯებმა ორი გოლი გააუქმეს.

სრულად წაკითხვა