ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტრს აკეთებს:
"სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!" - წერს ანსამბლი "ერისიონი".