“ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ” – იურიდიული დახმარება უკანონო პატიმრებს

14 hours ago 1

7

ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ მოუგებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იურისტების გუნდთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დაკავებული მომიტინგეების დახმარებაზეც და თქვა, რომ ადვოკატების ჯგუდი, რომელიც მათი დაცვისთვის შეიქმნა, ყველა იმ დახმარებას გაუწევენ უკანონო პატიმრებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ.

ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური დაცვა, ამისთვის შეიქმნა იურისტების და ადვოკატების ჯგუფი, რომლებიც იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები პირველ ეტაპზე და ამისთვის ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ ყველა ის დახმარება გაუწიონ, რაც მათ ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის დიდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენ თვალწინ ნამდვილი, ქართული საზოგადოება იქმნება. ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სრულად წაკითხვა