“ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად” – სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე

1 day ago 1

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

რეჟიმი ანვითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.

ომის შიშის დანერგვის შემდეგ, “ოცნება” ეთამაშება 90 წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.

ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.

ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.

ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მმართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.
აგონია!!!

აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.

უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!” – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა