ეს ჯერ დასაწყისია! - თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

3 hours ago 1

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით და 3 ქულით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

დღევანდელ შეხვედრაში, თავი გუნდის კაპიტანმა - ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს. დუნდუამ, გოლების გატანა სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.

ნიკოლოზ დუნდუა, 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.

სრულად წაკითხვა