გიორგი მიქაუტაძის ესპანური დებიუტი "ვილიარეალში" ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შედგა.
ქართველმა გოლეადორმა მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და მარსელინომ იგი 79-ე წუთზე შეცვალა.
"ყვითელი წყალქვეშა ნავის" მაისურით ჩატარებულ პირველ შეხვედრაში ჟორჟმა თავი გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ დაგვამახსოვრა და შეფასების სახით Sofascore-სგან 6,5 ქულა მიიღო.