ესტონეთის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატი მონაწილეობდა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, საზოგადოების გახლეჩასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების ხელშეწყობაში.
„გაძევება - მკაფიო სიგნალია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების ადგილი არ იქნება“, - მოჰყავს ERR-ს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას სიტყვები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსეი ფადეევმა, განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე მუშაობს მომხდართან დაკავშირებით და გაძევებას „მტრული აქტი“ უწოდა.