ექვსამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

1 week ago 6

უკრაინელმა მაშველებმა დღეს, 11 დეკემბერს კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი კერძო კლინიკის ნანგრევებში.

სამედიცინო დაწესებულების შენობა რუსულმა რაკეტამ 10 დეკემბერს დაანგრია. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი და დაშავებულია 22.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ 5 ადამიანია.

სრულად წაკითხვა