WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერას ედავებოდნენ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

თელავის რაიონულ სასამართლოში, დღეს 3 ნოემბერს შესაბამისი შეთანხმება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გააფორმა. საპროცესო შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50- ათასლარიანი ჯარიმის გადახდა. მანამდე მას ამავე ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს ექიმი მაია კოხტაშვილი:

  • იგი „ფინანსურმა პოლიციამ“ დააკავა ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით.
  • ადგილობრივების ცნობით, ექიმთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
  • პირი, ვინც ექიმთან მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
  • ექიმს პაციენტებმა და მათი ოჯახებმა სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს;
  • 12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარი; ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.

მასალა განახლდება