WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

27

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ მსჯავრდებულს უფორმდება საპროცესო შეთანხმება – მათ შორისაა ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ექიმს ხუთი წელი აქვს მისჯილი. გამოცემის ცნობით, საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში ის ციხეს ოქტომბერში დატოვებს. პირობა ასეთია – ერთი წელი პატიმრობა, სამი წელი პირობითი.

პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი აქვს მისჯილი.

საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად სასამართლოს სხდომა ცალკე უნდა დაინიშნოს.