ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ეხება 27 იანვარს თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას. 44 წლის კაცმა დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
,,ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – წერია ინფორმაციაში.