უფლებადამცველი ბაია პატარაია:
,,ადამიანი საკუთარ სხეულზე რა სამედიცინო მანიპულაციას ჩაიტარებს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუ ის კანონს არ არღვევს. ადამიანში იგულისხმება ქალიც! ასე მაგალითად, თუ ქალს სურს (ფალოპის) მილების გადაკეტვა, ცხადია, მას შეუძლია ამის გაკეთება. ესაა საიმედო, მუდმივი და ადვილი მეთოდი, რომ თავიდან აირიდოს შემდგომი ორსულობები. როგორც წესი საქართველოში ქალები ამას იკეთებენ მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი რაოდენობის შვილები ყავთ. ცხადია, ეს საკითხი არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას. (აქვე, კაცებსაც შეუძლიათ იგივე, ვასექტომია ქვია ამას და იტარებენ კიდეც).
თუმცა, ექიმებმა და საავადმყოფოებმა საქართველოში თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ ქალები მოატყუონ და მოსთხოვონ ე.წ. “ქმრის ნებართვა”. ეს სამართლებრივად სრული ნონსენსია. როცა ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ წლების წინ, მივმართეთ ომბუდსმენს და მან ზოგადი რეკომენდაცია გამოსცა, რომ ასეთი დისკრიმინაციული მოპყრობა აღარ განმეორებულიყო. ჯანდაცვის სამინისტროც არაფორმალურად ჩაერია და საავადმყოფოებს მოუწოდა პატივი ეცათ ამ რეკომენდაციისთვის.
თავდაპირველად მდგომარეობა დანორმალიზდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ აუშვეს საავადმყოფოებმა/ექიმებმა და ისევ დაიწყეს ქალებისთვის “ქმრის ნებართვის” მოთხოვნა, რაც ბუნებაში არარსებული დოკუმენტია, უკანონოა, დისკრიმინაციულია და დამამცირებელია ქალისათვის.
ალბათ იკითხავთ, თუ რა ჯანდაბად უნდათ ექიმებს/საავადმყოფოებს ასეთი ფარატინა ქაღალდი და ყოვლად უაზრო “ქმრის ნებართვა”. პასუხი არანაკლებ იდიოტურია. საავდმყოფოები და ექიმები თეორიულად თავს იზღვევენ გაბრაზებული ქმრებისგან. ე, მანდ, რომელიმე ქმარმა არ გაიგოს და გაბრაზდეს და საჩხუბრად არ მივარდეს და არ შეაწუხოს საავდმყოფო. ანუ საავდმყოფო თეორიული უსიამოვნებისაგან თავის დასაცავად ატყუებს ქალებს, თითქოს “ქმრის ნებართვა” ნამდვილი დოკუმენტია და თან სავალდებულოცაა. ამას რომ საავადმყოფო და ექიმი იკადრებს, იქ სულ არ უნდა მივიდეს ქალი!
პოსტს ვწერ ერთი პატიოსანი და შეწუხებული ექიმის თხოვნით. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და გააგებინეთ ქალებს. ამასთან, თუ რომელიმე ქალს მაინც მოსთხოვეს ეს “ქმრის ნებართვა”, გთხოვთ, მოგვმართოთ საფარი • Sapariს და სახეს ავახევთ მაგ ექიმს და მაგ საავდმყოფოს საჯაროდ და სასამართლოში.“