ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა რუსული საკონტინენტთშორისო რაკეტის გამოცდა მარცხით დასრულდა

4 weeks ago 31

თანამგზავრიდან მიღებული ბოლო გამოსახულებები რუსულ კოსმოდრომზე დიდ კრატერს აჩვენებს. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტის მარცხით დამთავრებული გამოცდის შედეგი იყოს.

არხანგელსკის რეგიონში მდებარე პლესეცკის კოსმოდრომის 21 სექტემბრის გამოსახულებაზე ასევე 4 სახანძრო მანქანაც ჩანს. „რადიო თავისუფლებამ“ ეს ფოტო “Planet Labs”- იდან მიიღო.

ღია წყაროებში არსებული სადაზვერვო ინფორმაციის ანალიტიკოსმა, რომელიც @MeNMyRC1 სახელით არის ცნობილი და ეს გამოსახულებები შეისწავლა თქვა, რომ ორმო შესაძლოა საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა RS-28 „სარმატის“ აფეთქებამ გამოიწვია. სხვა ანალიტიკოსები ამ შეფასებას დაეთანხმნენ.

თუ შეფასება სიმართლეს შეესაბამება, ეს „სარმატის“ გაშვების მეოთხე წარუმატებელი მცდელობა იქნება.

რუსეთმა განაცხადა, რომ 2022 წლის აპრილში რაკეტა წარმატებით გაუშვა.

„სარმატი“, რომელზე მუშაობაც 2000-ანებში დაიწყო, თხევადსაწვავიანი რაკეტაა, რომლის მოქმედების რადიუსი 18000 კილომეტრამდეა. 35 მეტრი სიგრძის რაკეტას, არსებული ცნობების თანახმად, 10 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ქობინებისგან შედგებოდეს.

სრულად წაკითხვა