ექსპერტების თქმით, რუსეთში YouTube პრაქტიკულად დაბლოკილია

11 hours ago 1

ერთ-ერთი რუსი ექსპერტის თქმით, ბოლო დღეებში YouTube-ის მოხმარების სისწრაფე, ან ე.წ "ტრაფიკი" რუსეთში "ნორმალური დონის" მხოლოდ 20 პროცენტამდე დაეცა. მისი თქმით, ეს ამ პლატფორმის "დე ფაქტო" დაბლოკვას ნიშნავს.

მიხაილ კლიმარევმა, არაკომერციული ორგანიზაციის, "ინტერნეტის დაცვის საზოგადოების" დირექტორმა, 23 დეკემბერს თქვა, რომ YouTube-ის სისწრაფე რუსეთში დაეცა იმ დონის მეხუთედამდე, რომელიც ფიქსირდებოდა მანამ, სანამ მისი აზრით, ხელისუფლება სერვისის განზრახ შენელებას დაიწყებდა.

„გუგლის" მონიტორინგის სერვისი ამჟამად აჩვენებს 8,5 სატრანსპორტო წერტილს რუსეთიდან. "შენელებამდე" ეს მაჩვენებელი 40 იყო. ეს ნიშნავს, რომ ის ახლა ნორმალური დონის დაახლოებით 20 პროცენტზეა“, - წერს კლიმარევი ტელეგრამზე და დასძენს: „YouTube დე-ფაქტოდ დაბლოკილია რუსეთში“.

ანონიმურობის პირობის დაცვით, რუსეთის ქალაქ სურგუტის მცხოვრებმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ 24 დეკემბერს, YouTube "გარკვეული დროით მიუწვდომელი გახდა".

"შენელება ზაფხულში დავაფიქსირე, ახლა კი მისი გამოყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელია",- ამბობს წყარო.

რუსეთის მოქალაქეებს პლატფორმაზე წვდომა ზაფხულიდან შეუნელდათ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, ეს კრემლის კიდევ ერთი ხრიკია და ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ მოსახლეობამ არ ნახოს ის ვიდეოები, სადაც რუსეთის კრიტიკა, ან კრემლის საწინააღმდეგო აზრია გამოთქმული.

სრულად წაკითხვა