„ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ირაკლი კობახიძის გაშვება და პრემიერად ქალის დანიშვნა — ოლიგარქის გუნდში ჩაშლაა, 4 ოქტომბერს კი გამარჯვებულ ქართველ ხალხს ერგება მთავრობის არჩევის უფლება“ – ამ მოსაზრებას აფიქსირებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ირაკლი ნადირაძე:
„ეჰ, რა ტყუილად წვალობს ირაკლი კობახიძე… რომ იცოდეს საკუთარი თავი შეეცოდებოდა… გადაწყვეტილი აქვს ბიძინას მისი გაშვება… ოლიგარქს მომავალ პრემიერად ქალი უნდა….
# არ გაჩერდება ინფოს მდინარე, ბიძოს გუნდიდან გამომდინარე
ოცნება ჩამოშლილია!!! 4 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი!!! პრემიერსაც და მთავრობასაც აირჩევს და დანიშნავს გამარჯვებული ქართველი ხალხი!!” – წერს ირაკლი ნადირაძე.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს