"ვაგრძელებ მუშაობას და ვცდილობ მანქანა უკეთესი გახდეს" - მაქს ფერსტაპენი

2 days ago 10

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს რედ ბული უნდა დაეტოვებინა.

აღნიშნული ნიდერლანდელმა მრბოლელმა უარყო, რაც რედ ბულის მრჩეველმა, ჰელმუტ მარკომ ფერსტაპენის გუნდიდან წასვლა ივარაუდა.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რატომ თქვა ეს მარკომ. მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას და ვცდილობ მანქანა უკეთესი გახდეს. რა თქმა უნდა, ბაჰრეინში ყველაფერი არ ყოფილა წესრიგში. ამით ძალიან იმეგაცრუებულები ვართ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ბოლიდი, მოვიფიქროთ ახალი იდეები.


მინდა თუ არა „რედ ბულიდან“ წასვლა? არა. მოდით, თქვენ კონცენტრირებულნი იყავით კომენტარებზე, მე – რბოლებზე. ამ შემთხვევაში აღარ მოგიწევთ სხვა რამეებზე ფიქრი.

- თქვა ფერსტაპენმა.

სრულად წაკითხვა