ვაკეში, ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

3 days ago 4

“გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი თბილისში, ჭავჭაბაძის გამზირზე გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა.  კორპუსის ბოლო სართულზე გაჩენილ ცეცხლი ფართო მასშტაბზე გავრცელდა. კორპუსში საცოხვრებელ სახლებთან ერთადც კომერციული ობიექტებია განთავსებული. მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

სრულად წაკითხვა