საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოტფორდის“ ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, კვლავაც ტრავმის გამო თამაშგარეშეა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება და მხოლოდ მსუბუქ, უბურთო ვარჯიშებს ასრულებს.
ბოლო ცნობებით, ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელება ნელა, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მისი სრული მზადყოფნა ჯერ კიდევ შორს არის და დიდი ალბათობით, ნახევარმცველი ოქტომბრის სანაკრებო თამაშებს გამოტოვებს. ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მოთამაშის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება, თუმცა რისკზე წასვლას არ გეგმავენ.
გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნება სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი, რაც ნიშნავს, რომ "უოტფორდსაც“ გარკვეული პერიოდი კვლავ მოუწევს მის გარეშე ასპარეზობა.