ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე”

18 hours ago 4

საზოგადოებრივი არხის “მოამბის” წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით:

მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

და თან ურთავს არხის ოფიციალური პოზიციას, თუ როგორ განუმარტეს მიღებული გადაწყვეტილება:
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“, – ნათქვამია განმარტებაში.

სრულად წაკითხვა