“ჩემი ემიგრანტობის ისტორია არა მხოლოდ პირადი განსაცდელის ნაწილი იყო, არამედ ახალი შესაძლებლობების, თვითშემეცნების და ზრდის პროცესიც” – თამარ შარაბიძე

8 hours ago 3

სააგენტო “პარალელს” ისევ დაუკავშირდა საფრანგეთში მხცოვრები ემიგრანტი, თამარ შარაბიძე. მან საქართველო 2022 წელს დატოვა. ახალგაზრდა ემიგრანტი, საქართველოდან, სააგენტო “პარალელს” და საზოგადოებას უყვება თავისი ემოციებისა და ემიგრაციაში ცხოვრების შესახებ:

მე ვარ თამარი შარაბიძე, წარმოშობით საქართველოდან, ამჟამად კი ვცხოვრობ საფრანგეთში. ბავშვობიდან ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო – ვცეკვავდი ქართულ ანსამბლ “ერისიონში” და ამავდროულად, აქტიურად ვიყავი ჩართული ტანმოვარჯიშეობის სამყაროში.

თუმცა, ცხოვრებაში დადგა რთული მომენტი, როდესაც ყველაფერი გვერდზე უნდა გადამედო. დედაჩემის ჯანმრთელობის გამო გადავწყვიტე, მასთან ვყოფილიყავი და საქართველოში დატოვე ის, რის სიყვარულითაც ვიზრდებოდი. ეს არ იყო მარტივი – 17 წლის ასაკში ქვეყნის შეცვლა, ახალი გარემოს, უცხო ენისა და სრულიად განსხვავებული ცხოვრების მიღება დიდ გამოწვევად იქცა.

დროის განმავლობაში შევეგუე ახალ რეალობას და მივხვდი, რამდენად ფასეულია დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ვატარებთ. დღეს, 20 წლის ასაკში, უკვე ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს ახალ გარემოში, დავეუფლე უნარებს, რომლებიც საქართველოში არ მქონდა და ყველა გამოწვევამ კიდევ უფრო გამაძლიერა.

ჩემი ემიგრანტობის ისტორია არა მხოლოდ პირადი განსაცდელის ნაწილი იყო, არამედ ახალი შესაძლებლობების, თვითშემეცნების და ზრდის პროცესიც. მსურს, ეს ისტორია გავუზიარო ქართველ საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ“, – აღნიშნავს თამარ შარაბიძე.

სრულად წაკითხვა