WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12.08.202612.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის პირველ წლისთავთან დაკავშირებით, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვაჰან კოსტანიანის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ელნურ მამედოვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა აზრები გაცვალეს უკვე დაფიქსირებულ დადებით მოვლენებზე, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროგრამებსა და ნდობის განმტკიცების ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ხაზი გაესვა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მნიშვნელობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად სომხეთის ტერიტორიაზე „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP) პროგრამაზე.