ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

1 hour ago 3

ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დამანგრეველი მიწისძვრის გამო.

ადგილობრივი დროით 24 ივნისის საღამოს, დედაქალაქ კარაკასიდან დასავლეთში, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოხდა ჯერ 7,2, შემდეგ კი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა.

არის დიდი მსხვერპლი, თუმცა ვენესუელის ხელისუფლებას დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

კარაკასსა და სხვა რაიონებში დანგრეულია სახლები და სხვა შენობები. მუშაობა შეაჩერა კარაკასის აეროპორტმა, რომლის შენობაც დაზიანებულია. დროებით შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

ინფორმაცია განახლდება.

სრულად წაკითხვა