აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს ირანთან მოლაპარაკებების გამართვას, სანამ თეირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს ირანთან მოლაპარაკებების გამართვას, სანამ თეირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
„მათ ეს უნდა შეწყვიტონ. ეს ასე მარტივია“, — განაცხადა მან. ვენსმა ხუთშაბათს ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები იძიებს საჰაერო დარტყმის დეტალებს, რომელიც, ირანის განცხადებით, საქორწილო წვეულებას მიაყენეს ირანში.
„ ვიძიებთ, რადგან, ცხადია, ეს ჩვენთვის სულერთი არ არის. გვსურს ვიცოდეთ“, — განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ პრესბრიფინგზე.
„ჩვენ თუ შეცდომებს ვუშვებთ, კვლავ აღვნიშნავ, რომ ეს არის დიდი განსხვავება ჩვენსა და ირანს შორის: როდესაც ჩვენი სამხედროები შეცდომებს უშვებენ, ისინი სწავლობენ ამ შეცდომებზე, რათა უკეთესები გახდნენ“, — დასძინა ვენსმა.
ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 70 დაიჭრა დარტყმის შედეგად, რომელიც ქორწილის დროს საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეხუთე ადამიანი, 22 წლის ქალი, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აშშ-ის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო ირანული ცნობების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ის „არასდროს იღებს სამიზნეში მშვიდობიან მოსახლეობას“.
ვენსმა ასევე თქვა, რომ ჩინეთია მზად ირანთან მისი ეკონომიკურ იზოლაციაში ყოფნის პირობებში ითანამშრომლონ.
ვენსის თქმით, ის ირანთან კონფლიქტს ომად არ შეაფასებდა, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედება თეირანთან გრძელდება ორივე მხრიდან ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ.
„მე ამას ომს არ ვუწოდებდი. ახლა აქტიური სროლები არ მიმდინარეობს“, — განუცხადა ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დასრულდებოდა თუ არა ომი ნოემბერში აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე.
ვენსმა დასძინა: „მე ვაცნობიერებ, რომ იყო ადგილები, სადაც სიტუაცია გამწვავდა“, თუმცა აღნიშნა, რომ ძირითადი საბრძოლო ოპერაციები მხოლოდ ექვს კვირას გაგრძელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის ომი 28 თებერვალს დაიწყო.
„მათი კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე ფაქტობრივად აღარ არსებობს“, — განაცხადა ვენსმა ირანის შესახებ.
„სამი თვის წინანდელ პერიოდს თუ დავუბრუნდებით, რამდენი ნავთობი და გაზი გამოდიოდა სრუტიდან ირანული მუქარის ფონზე? თითქმის არაფერი. ახლა კი ეს მაჩვენებელი თითქმის დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რაც კონფლიქტის დაწყებამდეც კი იყო“, — განაცხადა ვენსმა.
ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმამდე ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტის მაეხუთედი გადიოდა.
თებერვლიდან მოყოლებული, ამ კონფლიქტში აშშ-ის 18 სამხედრო მოსამსახურე და ათასობით ადამიანი დაიღუპა ირანსა და ლიბანში.
The Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ ტრამპი ახლა უფროს თანაშემწეებთან ერთად განიხილავდა საკითხს იმის შესახებ, გამოეცხადებინა თუ არა ირანის ომი დასრულებულად. გასულ კვირას მან გამოაქვეყნა ფოტო პლაკატით, რომელზეც ეწერა: „მისია შესრულებულია“.
ირანმა ხუთშაბათს საპასუხო თავდასხმები გააგრძელა და განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა აშშ-ის სამხედრო ბაზებს ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა შური იძიოს საქორწილო წვეულებაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელშიც მან ვაშინგტონი დაადანაშაულა.
radiotavisupleba ახალი ამბები