პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, საშუალო ხელფასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას კონკრეტული შეფასება-შედარებებით და განმარტებებით ეხმაურება:
“კობახიძემ წაიტრაბახა (უფრო ზუსტად, იდემაგოგა), 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი, დღეისათვის კი 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელიო.
სინამდვილეში, დღევანდელი 2000 ლარი 2012 წლის ფასებში ანუ ინფლაციის გათვალისწინები არის მხოლოდ 1160 ლარი.
“ოცნების” მმართველობის 13 წლის განმალობაში რეალური საშუალო ხელფასი გაიზარდა მხოლოდ 62 პროცენტით.
ვერ შეაყრიან ხალხს თვალში ნაცარს. ყველა კარგად ხედავს, თუ რისი ყიდვა შეიძლებოდა ასი ლარით მაშინ და რამდენის ყიდვა შეიძლებ ამით დღეს“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.