საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისს უკვე რუსული კანონის გაუქმებაც ვერ უშველის.
ასე ეხმაურება ქურდოვანიძე ევროპის საბჭოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბენსეს განცხადებას რუსული კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით.
“ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე” ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს.
თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, “რათა ქართველ მხარესთან ერთად ე.წ. უცხოური გავლენის კანონი შეიცვალოს”. მან თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” რუსული კანონის შეცვლაზე გარანტიები მიიღო.
თუმცა, ბერსეს პრესკონფერენცია დასრულებულიც კი არ ჰქონდა, როცა მას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომ რუსული კანონი მისაღებია, ის არ შეიცვლება.
ამავე თემაზე: