„ვეღარ დაგვაბოლებ, რისთვის აიღე მილიონები!“ – რა ბრალდებები ისმის სალომე ზურაბიშვილის მისამართით?

12 hours ago 2

for.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იმყოფებოდა, რომელიც ზურაბიშვილისგან ითხოვდა პასუხს – თუ რატომ არ პასუხობდა ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელეფონო ზარს.

„მორჩა შენი ტყუილების მოსმენა; ვეღარ დაგვაბოლებ; რისთვის აიღე მილიონები?!“ – გამოცემის ცნობით, უთხრა ზურაბიშვილს კეზერაშვილის ცოლის ძმამ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, როდესაც ვიღაცა, ვიღაცას ულტიმატუმს უყენებს, მას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა და გავლენა, რომ ეს ულტიმატუმი შესრულდება.

„არავითარი ბერკეტი არ გააჩნია გარდა იმ ეფემერული მხარდაჭერისა, რაც აქვს ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ამ დღეებში ხშირად ახსენებენ მის სახელს, მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მე მგონია, რომ აპირებენ 29 დეკემბრამდე აქ ჩამოსვლას. ხალხის ლეგიტიმაცია მას არ გააჩნია, აქვს ძალიან მცირე რაოდენობის მხარდაჭერა, რომლებიც მას მიტინგზე ეგზალტირებულად ესალმებოდა. სხვა ბერკეტი არ აქვს.

მეორე – ულტიმატიმს აბსოლუტურად გამოცლილი აქვს კონსტიტუციური საფუძველი. ასე, რიგგარე არჩევნები არ ინიშნება. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რა შემთხვევაში ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. აქედან გამომდინარე, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ბოლო გასროლა, რაც დასჭირდა იმიტომ, რომ აჩვენებს დასავლეთს ის ჯერ კიდევ არის აქტიური“ – განუცხადა for.ge-ს ანჯაფარიძემ

წყარო: for.ge

სრულად წაკითხვა