უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის გამო

11 hours ago 3

დღეს, 25 დეკემბერს დილით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო, რომელსაც წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა.

დილის 9 საათისთვის ქალაქ ხარკოვზე სულ მცირე შვიდი დარტყმის და ხანძრების შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია ენერგომომარაგების შეზღუდვის რეჟიმი.

სრულად წაკითხვა