,,ვეღარაფერი შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მასწავლებლის, მონიკა ჭანტურიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ დატოვა.
მუდამ მომღიმარი, ათასი იდეით სავსე, მუდამ მზად ყველას დასახმარებლად. ყველაზე კეთილი, ყველაზე ყოჩაღი, ჭკვიანი, მგრძნობიარე… რამდენი სიტყვა უნდა იპოვო მონიკას აღსაწერად? არცერთი არ არის საკმარისი.
ყველას თავისი მონიკა მასწი ჰყავდა. ძნელია იპოვო ჩვენი სკოლის მოსწავლე, რომლის ცხოვრებასაც მონიკა, თუნდაც ერთხელ არ შეხებია და თავისი კვალი არ დაუტოვებია. ჩვენი მოსწავლეები იღბლიანები არიან, მონიკასნაირი მასწავლებელი რომ ჰყავდათ. მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას კი არ ასწავლიდა, არამედ ქვეყნის და ადამიანის სიყვარულსაც, შემოქმედებით აზროვნებასაც და უდიდეს სიკეთესაც.
დაგვტოვა მონიკამ და თან წაიღო ჩვენი სულის ნაწილიც.
მისი ღიმილი, სიკეთე, სიყვარული სამუდამოდ დარჩება ჩვენს სკოლაში – მის მოსწავლეებში, კოლეგებში და ყველა იმ ადამიანში, ვის ცხოვრებასაც შეეხო“, – წერია სკოლის განცხადებაში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·