გიორგი აბუაშვილმა, რომელიც საფრანგეთთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, კომენტარი გააკეთა პორტუგალიასთან გასამართ მატჩზე, სადაც ფეხბურთელი ნაკრების ღირსეულად წარმოჩენას გვპირდება.
ჩვენი ხასიათის დამსახურებაა, რომ მეორე ტაიმს უკეთესად ვატარებთ. პირველ ნახევარში დაშვებულ შეცდომებს შესვენებაზე მწვრთნელთან ერთად ვაანალიზებთ და სათამაშოდ უფრო მოტივირებული გავდივართ. პორტუგალიასთანაც შევეცდებით, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და გულშემატკივრები გავახაროთ.
საკუთარი თავის რწმენას საფრანგეთის თამაში გვიძლიერებს. ნებისმიერ გუნდთან ვიბრძვით და არც ამჯერად ვაპირებთ რამის დათმობას. მთავარია, რომ ერთმანეთის გვჯერა და გვსურს, ერთად დავწეროთ ახალი ისტორია.
პორტუგალიასთან რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურადაც. ვიცით პორტუგალიის ძლიერი და სუსტი მხარეები და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- თქვა აბუაშვილმა.