ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პსჟ-ს გამარჯვებით.
პსჟ-მ 5:0 ანგარიშით მოიგო და ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც ინტერს რიგით მე-4 გოლი გაუტანა.
ეს იყო პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ფინალში.
რას ამბობს ჩემპიონი უდიდესი გამარჯვების შემდეგ:
"აღწერაც კი მიჭირს, გასაოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ... არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ, თუმცა სულ მჯეროდა, რომ შესაძლებელია... მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან მიხარია" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.