საქალაქო სასამართლოში დღეს აქციებისას დაკავებული 8 მოქალაქის პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოში შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ პროცესი დიდ დარბაზში გადაიტანონ, რათა გულშემატკივრეს დასწრების საშუალება მიეცეთ, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროცესი შედარებით მცირე დარბაზში იმართება.
პროცესის დროს, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა.
"ბავშვი ცუდად გახდა, წყალს არ გვაძლევენ, ჰაერს არ გვაძლევენ. ბაბუა, ბიძაშვილები ჩამოსულები და დარბაზში არ უშვებენ. არ შეიძლება ასე!" - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.